23 აპრილი, 2022

უძვირფასესი წერილი ივანე ჯავახიშვილზე

საქართველოსთვის უძვირფასეს ადამიანზე – ივანე ჯავახიშვილზე არაჩვეულებრივი ჩანაწერი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს:

“იშვიათია კაცი, რომელსაც რაიმე ნაკლი არ ჰქონდეს, თუნდაც სულ მცირე. ივანე ჯავახიშვილში სანთლით რომ გეძებნათ, ვერავითარ ნაკლს ვერ აღმოაჩენდით. ეს სრულიად უნაკლო ადამიანი იყო: ზნეობით სპეტაკი, ზრდილი, ალერსიანი, თავმდაბალი, კაცთმოყვარე და გულშემატკივარი.“