4 აპრილი, 2022

რატი ამაღლობელის ყვირილი მარშით

“ყვირილი მარშით” – ასე ჰქვია პოეტ რატი მაღლობელის ახალ ლექსს:

ყვირილი მარშით

ასე შეიძლება ჩაწვე და გაგიჟდე –
გადადე ოცნება, გადადგი ნაბიჯი.
იგრძენი მიწა და ფეხ-ქვეშ ნიადაგი –
გამოდი გარეთ და მთავრობა გადადგი,
ვინც მტერთან შეიკრა ზავით და მალე შენ
დაგტოვებს აწმყოს და მომავლის გარეშე.
ოცნება გადადე, გადადგი ნაბიჯი,
უთხარი ფეესბეს აქაურ ნაბიჭვრებს –
რომ მალე გაგიშვებთ, აქედან გაგიშვებთ,
უფაში გაგიშვებთ, სვერდლოვსკში გაგიშვებთ.
ასე შეიძლება ჩაწვე და გაგიჟდე,
თუკი არ გადადგი ახლისკენ ნაბიჯი.
მხარი-მხარს, გული-გულს, თვალი-თვალს, ხელი-ხელს.
რაღაც რომ დაიძრას, გაცოცხლდეს, შეირხეს.”