27 აპრილი, 2022

ყურადღებით მოუსმინეთ შოთა ნიშნიანიძეს

პოეტ შოთა ნიშნიანიძეს და მის შემოქმედებას ერთი საიდუმლო აქვს – უკიდეგანო გულწრფელობა.

შეუძლებელია პოეტის რომელიმე ლექსი სიყალბეზე იყოს აგებულია, ამიტომაც არის, რომ მის პოეზიას ბევრზე ბევრი მკითხველი ჰყავს:

“ღმერთო, მიმრავლე სათნოების დღე…

მიმრავლე ეჭვის განახლების დღე,
შურზე, მტრობაზე ამაღლების დღე,
მიმრავლე მტრებთან შერიგების დღე,
საკუთარ თავთან შერკინების დღე,
სხვათა ცოდვების გამართლების დღე,
ჩემი ცოდვების ანათემის დღე,
მიმრავლე შენთან შეხვედრების დღე.
შენთვის ამ ქვეყნის შევედრების დღე.

ღმერთო, მიმრავლე სათნოების დღე…”