12 აპრილი, 2022

ნამდვილი შედევრი მუხრან მაჭავარიანისგან

– სულით ხორცამდე ქართველი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პოეტი – ეს არის მუხრან მაჭავარიანის უზუსტესი შეფასება.

მისი პატრიოტულ თემატიკაზე დაწერილი თითოეული ლექსი ამის დასტურია:

“შენ, სისხლო ჩემო

შენ –
სისხლო ჩემო –
სად არ დაღვრილო –
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, –
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი.
ხანძთა.
ვარძია
და ისიც, –
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია.
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია.
შენ –
სისხლო ჩემო –
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო.
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, –
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.”