10 აპრილი, 2022

მურმან ლებანიძე რუსეთზე

პოეტმა მურმან ლებანიძემ რუსეთს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ლექსი ჯერ კიდევ 1983 წელს მიუძღვნა:

“სისხლისგან დაცლა…

 

სისხლისგან დაცლა,

გლახ-სიბერე და უსახსრობა,

მერმეთ კრწანისი, –

ის, რომელიც დასრულდა კრახით, –

აიძულებდა

ტახტის თვისის ეცნო დამხობა,

ჩაეგო ხმალი, –

მაგრამ ამას

ნუ ვიტყვით

ძრახვით!

ამხელა რუსეთს

რას მისცემსო ჩვენი დაპყრობა?! –

იმედოვნებდა

ერთმორწმუნე რუსეთის ხალხით,

ჰგონებდა ესრეთ

მომავლისკენ გზების გამხრობას,

გარსშემორტყმული

და დამხრჩვალი

მაჰმადის

ალყით…

და დიან დღენი, –

ცოლით, შვილით, კაცით თუ ბალღით, –

ორასი წელი

ვართ რუსეთთან

პატარა კახით!”