5 აპრილი, 2022

მერაბ კოსტავას აბსოლუტური სიმართლე ქართველებზე

სამშობლოს სიყვარულს შეწირული პოეტის მერაბ კოსტავას ჩანაწერებიდან ძალიან მნიშვნელოვანია წერილი ქართველებზე, რომელიც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა:

“საუბედუროდ, ჩვენ ქართველები, მხოლოდ გადამწვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით! ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არ არის აქ ლაპარაკი, არამედ აღორძინებაზე, იქ კი, ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ – ერთმანეთს ვშორდებით!

კმარა წელზე ფეხის დადგმით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი! დროა დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს. დაე, არწივის გაფრენას ედაროს ოცნება იგი, რათა ოცნება მიზნად იქცეს, მიზანი კი – საქმედ!”