28 აპრილი, 2022

ჯონი ჯანაშიას სასწაული ნამუშევრები

მართალია ჯონი ჯანაშია პროფესიით ექიმია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, არაჩვეულებრივად იმღეროს და საოცარი ნამუშევრები შექმნას.

მის მაკეტებში მინიმალური დეტალებიც კი უზუსტესად არის წარმოჩენილი.

ანჩისხატის ტაძარი, სოხუმის სადგური “ბარათაშვილი”, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, შალვა დადიანის 34-ში მდებარე ისტორიული აივნიანი სახლი, ქორწინების სახლი “პლეხანოვზე”, “ცისფერი მთებიდან” დანახული ვორონცოვის ერთი კუთხე, სახლი მშრალი ხიდის მახლობლად – ეს იმ ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც უნიჭიერესი ადამიანი ქმნის.

დაათვალიერეთ ჯონი ჯანაშიას სასწაული ნამუშევრები და ისიამოვნეთ ხელოვანის უკიდეგანო ნიჭიერებით.

 

ანჩისხატის ტაძარი

 

შალვა დადიანის 34-ში მდებარე ისტორიული აივნიანი სახლი

 

სოხუმის სადგური “ბარათაშვილი”

 

სახლი მშრალი ხიდის მახლობლად

 

ქორწინების სახლი “პლეხანოვზე”

 

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი