8 აპრილი, 2022

გია დანელიას საოცარი პასუხი უმარტივეს კითხვაზე

კინორეჟისორ გია დანელიას ერთხელ ჟურნალისტმა ყველაზე მარტივი კითხვა დაუსვა და საოცარი პასუხი მიიღო:

– შესაძლებლობა რომ გქონდეთ, სად ისურვებდით თავიდან დაბადებას და როდის?

– მინდა დავიბადო იქ, სადაც დავიბადე და როდესაც დავიბადე, ანუ, თბილისში, 1930 წელს…

თუ მაგალითად, გავჩნდები სადმე ჰოლანდიაში, ან საფრანგეთში, ხომ ვერასდროს ვერ შევხდები ჩემს მეგობრებს და ახლობლებს… შევხვდები სხვას… შეიძლება, ძალიან კარგ ჰოლანდიელებს, ან შესანიშნავ ფრანგებს…

მე კიდევ მჭირდებიან ჩემიანები, ისეთები, როგორც არიან… ის, ვინც ცოცხალია და ისიც, ვინც მეხსიერებაში დარჩა…”