28 აპრილი, 2022

გენიალური პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი

petre-bagrationi.jpgპოეტი პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი ნამდვილად ქმნიდა გენიალურ პოეზიას, მისი ლექსების უმრავლესობა სხვადასხვა კომპოზიტორმა ულამაზეს სიმღერად აქცია.

“არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს “ოქროყანის აღმართი”, რომელიც პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის შემოქმედებაში ნამდვილად გამორჩეულია:

“მახსოვს ოქროყანის აღმართი,
სუნი იასამანის,
შენი სამახსოვრო ბარათი
და მთაწმინდის სავანე,
გზები ყვავილებში ჩაფლული,
აღმართ-აღმართ სავალი,
მიდი, გააქროლე მალე ფაეტონი
მე ამ ბილიკს ვიცნობ მგონი…
მიყვარს ყვავილები,
მიყვარს გაგიჟებით
ფერი იასამანის…
მახსოვს ათასფერი ფანტელი,
ყვავილები რამდენი,
მწუხრის ზარის რეკვა
და ტანგოს ცეკვა.
მერე სურნელება შროშანის,
მაგრამ ის დრო ახლა შორს არის,
თბილისური საღამო და
გასართობად ბანქო,
ეხ ჩემო კარგო,
რა ტკბილად გაისმოდა ძველი ტანგო.
მახსოვს ოქროყანის აღმართი,
ფერი იასამანის,
შენი სამახსოვრო ბარათი
და მთაწმინდის სავანე,
გზები ყვავილებში ჩაფლული,
აღმართ-აღმართ სავალი,
ჰეი, გააქროლე მალე ფაეტონი
მე ამ თბილისს ვიცნობ მგონი
მიყვარს ყვავილები,
მიყვარს გაგიჟებით
ფერი იასამანის…”