28 აპრილი, 2022

გელა ჩარკვიანის უზუსტესი შეფასება

მწერალმა გელა ჩარკვიანმა ჯერ კიდევ 2008 წლის 15 ნოემბერს ბრისტოლის უნივერსიტეტში გამოსვლისას უზუსტესი შეფასება გააკეთა:

“რუსი პროპაგანდისტები და ზოგჯერ დასავლელი მიმომხილველებიც წუხან, რომ რუსეთის ხედვა გათვალისწინებული არ არის, როდესაც მის მეზობლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ისინი დაჟინებით ითხოვენ ცივი ომის შემდგომი მოვლენების რუსეთის თვალით შეფასებას.

თუკი ზედაპირულად შევხედავთ, ეს შენიშვნა შეიძლება სამართლიანიც კი ჩანდეს. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მას მერე, რაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთმა მოკვეთა, მისი ხედვის გათვალისწინება ემსგავსება ეზოპეს იგავში „მგელი და კრავი“ რეალობის გათვალისწინებას მგლის გადმოსახედიდან და მტაცებლის ქცევის გამართლებას იმ საფუძველზე, რომ მას შია…”