5 მარტი, 2022

ზვიად გამსახურდია უკრაინაში მყოფ ქართველებზე

მართალია ზვიად გამსახურდიამ უკრაინაში მყოფ ქართველებზე და კონკრეტულად ბიძაზე – ზურაბ ფალავანდიშვილზე ლექსი წლების წინ დაწერა, თუმცა იგი დღეს ისევ აქტუალურია:

კონსტანტინე გამსახურდია:

“ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი…”

ეს ლექსი ზვიად გამსახურდიამ თავისი ბიძის, ზურაბ ფალავანდიშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც კიევის მისადგომებთან დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ლექსი ასევე ეძღვნება ყველა ქართველს, ვისთვისაც სულ ერთი არ ყოფილა უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი.

გუშინ და დღეს კიევში თითქოს გაცოცხლდნენო შთამბეჭდავი სურათები, ამ ლექსში რომ არის დახატული. ჩვენი საუკეთესო სურვილები უკრაინელ ხალხს და ვილოცოთ, რომ უფალმა აარიდოს უკრაინას ომი და სისხლისღვრა.

ზვიად გამსახურდია, ქართველი ჯარისკაცი კიევთან

(ზურაბ ფალავანდიშვილის ხსოვნას)

ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან,
სატანის ლახვარს შეაგებე მკერდი დევური.
ციდან ღვარცოფი ინთხეოდა, წუნწუბის, ლავის,
მაგრამ ვინ ნახა დადუმება მედგარი მკლავის!
დნეპრი იწვოდა. პროჟექტორი ღამის მთევარი
ზეცის იარებს აშიშვლებდა. გუგუნი ზართა
ეჯიბრებოდა კანონადის გრიალს განგაშით,
ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან.
მიწის რყევაში, მიწის დგანდგარში
გურამიშვილის გამხნევებდა დიადი ლანდი;
ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი.
დღეს შენს საფლავზე ზუბოვკიდან მოაქვთ ყვავილნი,
გესალმებიან უკრაინის სავსე თაველნი.”