4 მარტი, 2022

უნიჭიერესი შოთა ნიშნიანიძე

შოთა ნიშნიანიძის პოეზია ნამდვილად არის ყველასგან გამორჩეული. მისი ხელწერა შეუძლებელია სხვა პოეტების ხელწერაში აგერიოს.

“არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც სტუმრის პატივისცემას ეძღვნება:

“სტუმარს არათუ პატივი ვეცით –
აქ ყველა მასპინძელივით ცხოვრობს,
მაგრამ დედის რძე, ბუნების წესით,
შვილებს ეკუთვნით მხოლოდ და მხოლოდ.

ჩვენც ყველა გვიყვარს თუ დაგვიჯერებთ,
მარტო სამშობლო რა სათქმელია,
მაგრამ ეს სისხლი, გულს რომ გვიძგერებს,
მხოლოდღა მისთვის დასაღვრელია… “