31 მარტი, 2022

ულამაზესი მიძღვნა თემურ წიკლაურს

ლეგენდარულ მომღერალს თემურ წიკლაურს ულამაზესი სიმღერა მიუძღვნა გოჩა იაშაღაშვილმა. სიმღერაზე მან გია მაჭარაშვილთან და ირაკლი ქაცარავასთან ერთად იმუშავა:

“ვერ აგისრულეთ გულის წადილი,
ვერ გავაჩერეთ ჩვენ დედა-მიწა,
შენ არ ჩასულხარ, ცაში აფრინდი
და ღრუბლებს ზევით დაიდე ბინა!

შენ ვალმოხდილი წახვედი ჩვენგან,
მაინც გაუღე სიკვდილს კარები,
სტუმარიაო – იფიქრე ალბათ,
არად ჩააგდე გლოვის ზარები!

დაეშვა ფარდა, დადუმდა სცენა
ჩამქრალ დარბაზში ელავს სანთელი,
სადღაც, ზეციურ საქართველოში
ომახიანად მღერის ქართველი:

“არ დაიდარდო, ჩემო სამშობლო,
შენთვის ვილოცებ ზეციდან თუნდაც,
ალალი იყოს ჩემი სიმღერა,
ვისაც არწივის მოსმენა გსურდათ…!”