18 მარტი, 2022

თავშესაფრისთვის გამეტებული მომღერალი ინგა ფერაძე

“ოქროყანის აღმართი” – მომღერალ ინგა ფერაძის შემოქმედების სავიზიტო ბარათია. ხელოვანს ათასობით გულშემატკივარი ჰყავს.

სამწუხაროდ, სამშობლოს მონატრებული ინგა ფერაძე დღეს უცხო ქვეყნის თავშესაფარში ცხოვრობს.

მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი:

“ჩემი საყვარელი მეგობრის, მომღერლისა და ვარსკვლავის ინგა ფერაძის დაბადების დღეა.

ის ამ მოლოცვას ვერ წაიკითხავს, ვერც ამ ფოტოებს ნახავს და ვერც თქვენს მოწერილ სიყვარულით სავსე კომენტარებს… მას აღარც ტელეფონი აქვს, აღარც ინტერნეტთან წვდომა და აღარც სახლი… ინგა დღეს უცხო ქვეყანაში თავშესაფარში ცხოვრობს… ვერ შევძელით მისი საქართველოში დაბრუნება, რასაც ასე გვთხოვდა ყველას…

მაინც მივულოცოთ, ზუსტად ვიცი, ის ამას იგრძნობს, რადგან მასაც ისევე უყვარხართ ყველანი, როგორც ქართველ მსმენელს უყვარს ინგა.”