6 მარტი, 2022

საზეპირო გურამ დოჩანაშვილისგან

გურამ დოჩანაშვილის რომანებისა და მოთხრობების გარდა, მკითხველს მისი წერილები, ჩანაწერები და გამონათქვამები- ძალიან უყვარს.

“არტინფო” გიზიარებთ მწერლის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო წერილს:

“როცა იტყვი, რომ გიყვარს, ამ სიტყვებსაც და იმ ადამიანსაც მთელი გულით უნდა უერთგულო, რადგან სიყვარული თამაში არ არის.

ადამიანის გულსა და გრძნობებს უნდა გაუფრთხილდე, არ უნდა მოატყუო, არ უნდა ატკინო გული და არ უნდა დაპირდე იმას, რასაც ვერ შეასრულებ.

არ უნდა გაჭორო, არ უნდა განიკითხო და გაასამართლო, რადგან ადამიანები ერთმანეთის მსაჯულები კი არა, დამხმარეები უნდა ვიყოთ.

ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, რომ იცოდე – დღეს რაღაც კარგი გააკეთე, ვიღაცას სიხარული და ღიმილი მოჰგვარე.”