20 მარტი, 2022

რატი ამაღლობელის ძალიან კარგი სიტყვა

როცა ბოროტი გყავს მეზობელი,
უნდა მთელი შენი ეზო-კარი.
ყელზე გებჯინება, იჯაგრები,
მაინც ყოველ ჯერზე იჩაგრები.
მყრალი გოლიათის ძალა ერჩის,
რითაც მოხუცებს და ბავშვებს ერჩის.
ხშირად გულუბრყვილოდ ჰგონიათ რომ,
“ასე აღარ იზამს” გოლიათი.
რადგან ვერ ვლოცულობ მეზობლისთვის,
მისთვის ლოცვა ხდება ეგზორციზმი.
თვალებ ახვეულო აბრეშუმით
“წარვედ მართლუკუნ და განმეშორე”.
მუდამ ბნელმეტყველის ბოდვით გოდებ,
აგერ “ღორის კოლტი” და “ზღვის კბოდე”,
‘‘განვედ არაწმიდავ!” შეიგონე –
“ზღუასა მას შთავარდეს” ლეგიონი.
* * *
ჩემთვის არაფერს გთხოვ, გატანჯული
სანამ არ გარდავა ეს სოფელი –
ღმერთო განკურნე და მოარჯულე
შარაგზის ავაზაკი – მეზობელი.”
2018, აგვისტო