1 მარტი, 2022

ნინო სუხიშვილის საგანგებო ვიდეო

ანსამბლ “სუხიშვილების” ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი საგანგებო ვიდეოს ავრცელებს:

“ჩვენ ომმა მოგვიწია უკრაინაში ყოფნის დროს. ჯერაც არ ვართ თბილისში ჩამოსულები. თავი შევაფარეთ პოლონეთს.

გულგრილად არ შემიძლია ლაპარაკი ომზე და იმ ყველაფერზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ეს ქვეყანა გახდა ძალიან ახლობელი ჩვენთვის. ის თეატრები, სადაც ჩვენ გამოვდიოდით, ვმართავდით კონცერტებს, დღეს დანგრეულია.

დღეს ამ ხალხს სჭირდება გვერდში დგომა და ეს ხალხი გრძნობს ამას. ეს ხალხი გრძნობს, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”