3 მარტი, 2022

მუხრან მაჭავარიანის შედევრი

მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში ნამდვილად  ბევრია კარგი და ღირებული ლექსი.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

XVIII საუკუნე

“საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:

– დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! –
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

– ლექსი იციო?! – ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, თვალცრემლიანს…

– ვიციო! – უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

– ყოჩაღ! – მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, –
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;

გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.”