3 მარტი, 2022

ხატია ბუნიათიშვილი უკრაინისთვის

მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მათი სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

ჰიმნის შესრულების შემდეგ, პარიზის ორკესტრის მუსიკოსებმა, დირიჟორმა და ხატიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულ უკრაინელ გმირებს.

ხატია ბუნიათიშვილი ცნობილმა ტელეწამყვანმა ანე სინკლერმა წარადგინა.