9 მარტი, 2022

გენიოსი მურმან ლებანიძე

პოეტი მურმან ლებანიძე ნამდვილად იყო გენიოსი და ამის დასტურია მისი უზომოდ ღრმა და მრავლისმეტყველი შემოქმედება.

თუნდაც ეს ლექსი რად ღირს:

“აქვს რუსის მწერალს
მშვენიერი მოთხრობა ერთი:
აუდ-ჩაუდის
ლეკვს პაწიას შიშისგან მკერდი,
მიუმწყვდევია
ლეკვი იგი კუთხეში ნაგაზს,
უყეფს და უყეფს,
ჩაგყლაპოო, დაუღებს ხახას,
ზაქისტოლაა
ოტროველა ნაგაზი ქუჩის,
უშვერად უტევს, –
იქვე დგანან ბალღები რუსის
და იცინიან
(ტიპიური სურათი დღეის!)
რა მოხდებაო, –
არხეინად უცქერენ სეირს…
ანაზდად ქუჩას, –
წარბშეკრული, კუშტი და მკაცრი
ჯოხის კაკუნით
ჩამოივლის მოხუცი კაცი
და რა შენიშნავს
საჩოთიროს, სანანურს, საწყენს,
შეჩერდება და გრცხვენოდეთო!” –
ბიჭუნებს არცხვენს.
„რისი გვრცხვენოდეს?!“ –
მოხუცს ჰკითხვენ ბალღები თავად, –
ჩვენ აქ არაფერს არ ვაკეთებთ,
ჩვენ ჩვენთვის ვდგავართ!“
“სწორედ მაგისი! –
ბერიკაცი ბიჭუნებს ეტყვის, –
არაფერს რომ არ აკეთებთ და
რომ დგახართ თქვენთვის!”