13 თებერვალი, 2022

სანდრო და ლუკა რაზიკაშვილების ამბავი

სანდრო და ლუკა რაზიკაშვილების ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს მათი შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი გვიზიარებს:

“…რომ ვისადილებდით, აუცილებლად უნდა დაეძინა. მერე წამოდგებოდა, ცალკე ჰქონდა მიჩნეული ადგილი, დაჯდებოდა და სწერდა, არავის აწუხებდა. მერე დამიძახებდა, ძმაო სანდრო, მოდი წაგიკითხო, შენმა ძმამ რა დაწერაო. დახლილი ნუში უყვარდა, იყიდდა ხოლმე. ჩვენ კიდევ კახური ჩურჩხელები მოგვიდიოდა, შევექცეოდით ხოლმე კითხვაში და რომ წაიკითხავდა, მეც მოვუწონებდი ხოლმე, კარგია, კარგია მეთქი. ისიც იტყოდა – ეგრე იცის შენმა ძმამაო…

პირდაპირ დაწერდა ხოლმე. იმან იცოდა, რომ დაიძინებდა, მერე დაიწყებდა ხოლმე წერას. ხშირად მინახია, რომ ღამე წამოდგებოდა ხოლმე და სწერდა. რომ დაეწეროს და მერე დაეხიოს დაწერილი, ეს არ იცოდა…

…,,დაჭრილი არწივი” უყვარდა უფრო, პოემებიდან ,,ბახტრიონი” და ,,სტუმარ-მასპინძელი”…

სანდრო რაზიკაშვილის მოგონებებიდან / 1936 წელი”

ფოტოზე: სანდრო და ლუკა რაზიკაშვილები, თბილისი, 1913 წელი, მლეთის ქუჩა 9, სანდროს სახლი. ფოტოგრაფი გიორგი ნათიძე.