28 თებერვალი, 2022

ყველაზე მნიშვნელოვანი საზეპირო შოთა რუსთაველისგან

გენიალურმა შოთა რუსთაველმა ერთადერთი პოემა – “ვეფხისტყაოსანი” დაწერა და საუკუნეების განმავლობაში სულ უფრო აქტუალური ხდება.

“არტინფო” გთავაზობთ მცირე ამონარიდს შოთას შედევრიდან, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილად საზეპიროა:

“არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!

რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!”