24 თებერვალი, 2022

ნიკოლოზ რაჭველის შესანიშნავი იდეა

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სარეპეტიციო სივრცეში შეკრიბა და უკრაინელი ხალხის, კოლეგების, მეგობრებისა და მათი სუვერენული სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოსახატავად საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულა.

იდეას შეუერთდა უკრაინელების უსაყვარლესი არტისტი ნინო ქათამაძე.

ნიკოლოზ რაჭველი:

“ირაკლი ჩოლოყაშვილმა ერთი კვირის წინ შემომთავაზა ჰიმნების შესრულების იდეა და, აი, დადგა ის საზარელი დღე, როდესაც ასეთი მიზეზით გვიწევს თავმოყრა და დაკვრა.

მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინას!”