21 თებერვალი, 2022

მაკა შალიკაშვილის შესანიშნავი ვიდეო

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ათასობით მაყურებელს მისი გულწრფელობისთვის უყვარს.

გამორჩეულად პოპულარულია მაკას მიერ სხვადასხვა პოეტების მხატვრულად წაკითხული ლექსები.

“არტინფო” გთავაზობთ მსახიობის ვიდეოს, სადაც ის მურმან ლებანიძის ერთ-ერთ ლექსს კითხულობს:

“ათასჯერ მიგასაკლავებენ,
ათასჯერ სამართებლით დაგკლავენ,
საჯაროდ მიგასაფლავებენ,
საჩქაროდ ფაციფუცით დაგფლავენ.
მწუხარედ გოროხებს დასწვდებიან,
წესი არისო და მოგაყრიან,
აღაპშიც სუფრისთვის დასხდებიან
და ცრემლებს, ყალბ ცრემლებს მოგაღვრიან.
მაგრამ რის მკვდარი და რა ცხედარი
სამარხი ყლორტებით გაგიჭრია,
გაიხედავენ და რას ხედავენ…
ამაყი ფრთები გაგიშლია.
საკუთარ საფლავზე ამოსულხარ
და რაკი საფლავში წოლილხარ,
უკორძო, უხინჯო, გამოსულხარ,
კორდის ჭადარივით სწორი ხარ.
ზეცისკენ შუბივით წამახული,
მწარე ხარ, მაგრამ მოწყალეც ხარ,
ათასჯერ ღალატით დამარხული,
ათასმეერთედ ცოცხალი ხარ.
შენი ნაფოტისგან გამოთლილი
ეგ ჩანგიც ჯიუტად ენამწარობს,
მურმან ლებანიძე მოგიკვდეს,
მურმან ლებანიძე გენაცვალოს.”