18 თებერვალი, 2022

ილოცეთ გუჯა ბურდულისთვის

guja-burd.jpgმსახიობ გუჯა ბურდულს თითოეული ჩვენგანის ლოცვა სჭირდება. ხელოვანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ინფორმაცია ჟურნალისტმა მაია კახიძემ გაავრცელა:

“დავლოცოთ საყვარელი გუჯა ბურდული, მალე დახსნოდეს ავადობას!

ფილტვების ანთება დაერთო კოვიდის მერე და კლინიკაში გადაიყვანეს. ორჯერ აცრილია და იმედოვნებენ, რომ გადაიტანს ამ მდგომარეობას.

უშველის უფალი ამ ძვირფას ადამიანს და დიდებულ მსახიობს.”