3 თებერვალი, 2022

გიორგი გოგიჩაიშვილის – გოგიჩას საოცარი წერილი

გიორგი გოგიჩაიშვილის – გოგიჩას ხსენებაზე ყველას სიხარულით, სიყვარულით და ბედნიერებით ევსება გული.

“არტიფნო” გთავაზობთ ყველაზე კეთილი, ბავშვური და თბილი გოგიჩას საოცარ წერილს:

“მქონია ცხოვრებაში მძიმე პერიოდებიც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ის, რომ ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე, ეს უკვე ძალიან დიდი ჯილდოა. ყველაფერი, რასაც გარშემო ვუყურებთ, ნამდვილი სასწაულია და ღმერთის შექმნილია.

ყოველი დღე რომ თენდება და იღვიძებ, ეს საოცრებაა. დაუკვირდით, სად ვართ, დედამიწაზე, ნამდვილ საოცრებაში, ამ დროს კი მეზობლებმა ქვასანაყის გამო შეიძლება ერთმანეთი დახოცონ.

მოდით, ცუდს ნუ დავინახავთ და ერთმანეთის კარგი დავინახოთ. თუ ასე მოვიქცევით, დამიჯერეთ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება.”