13 თებერვალი, 2022

გია ნიკოლაძის საოცარი სიტყვები

მომღერალისა და პოეტის გია ნიკოლაძის შემოქმედება ათასობით ადამიანისთვის ძვირფასია.

ხელოვანი საინტერესო ჩანაწერებით ყოველთვის გვანებივრებს და არც ამჯერად მოგვაკლო ამ სიამოვნებას:

“როგორ გგონია მლოცველო
ქრისტე რად არის ღმერთი
რადგან სასწაულს ახდენდა?
თუ ღვთის ძე იყო ერთი?
ქრისტე იმ სიტყვას ამბობდა
ღმერთი რომელიც არის
ეს სიტყვა იყო ყოველთვის
ქრისტეს დამჭერი მხარის
ქრისტე მეორედ რომ მოვა
ის მოვა როგორც სიტყვა
და ის რომ უკვე მოვიდა
დიდი ხანია ითქვა
ქრისტე მეორედ მოვიდა
იესო არა! სიტყვა!
ის შენშია და ჩემშია
ნუ ვბჭობთ პირველმა ვინ თქვა
დღეს მე ვთქვი? ხვალ კი შენ იტყვი
და ვაღიარებთ ყველა
რაც ნათელს მოფენს იქ სადაც
ჩვენი სიბრმავით ბნელა
რაც ცხვირწინ გვაქვს და ვერ ვხედავთ
რაც არსობის პურს გვაძლევს
რაც გვაჭმევს გვასმევს გვასუნთქებს
ძალუძს გვძლიოს და არ გვძლევს
რაც ყველასათვის ერთია
რაც ყველას წყ-ალით გვწყ-ალობს
რაც ყველას დედაღმერთია
და ჩიტის ხმებით გალობს
ქრისტე ჩემში და შენშია
და შენ თუ მას ვერ ხედავ
მაშინ ხელს მაინც ნუ მიშლი
და ნუ გწყინს მე რომ ვბედავ
რომ ვბედავ აღიარებას
რომ ქრისტე არის ჩემში
გიჯობს ის კარგად მოძებნო
და აღმოაჩენ შენში
გიჯობს ჩემს ნათქვამს უსმინო
რომელსაც ქრისტე ამბობს
და მერე შენშიც იპოვი
რადგან ის ყველას გვანდობს
ის ყველას გვანდობს იმ სიტყვას
რაც მოიზიდავს იმ ალს
რომელმაც ფერი უცვალა
თავად ქრისტეს და იმ წყალს
რომელიც იმ ალს შეიცავს
ქართული რასაც გიხსნის
და ეშმაკების ჩაკეტილ
უფ-ალის კლიტეს გვიხსნის
ქრისტეც და მაჰდიც ჩემშია
დიახ ორივე თანაც
და აღიარა ორივემ
ღმერთად დედაც და მამაც!
მამებით სხვადასხვანი ვართ
მხოლოდ დედა გვყავს ერთი
ის ყველას დედამიწაა
და ყველას დედაღმერთი
სხვა ამ სიგიჟეს ვინ იტყვის
თუ მართლა არ გრძნობს ძალას
ძალას რომელსაც ვერც თოკავს
და უკვე ვეღარც მალავს…”