17 თებერვალი, 2022

გენიალური ჰამლეტ გონაშვილი

გენიალური მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის არაამქვეყნიური ხმა არა მარტო ქართველებს, არამედ მთელი მსოფლიოს მსმენელს ატყვევებს. უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის არაამქვეყნიური ხმა – ნამდვილი სასწაული.

მისი მეუღლე ლამარა გონაშვილი იხსენებდა,თუ როგორ აღმოაჩინა ჰამლეტი, როგორც მომღერალი, საკუთარმა დედამ:

“ერთხელ ჰამლეტის დედას მატარებლით უმგზავრია. ზედა საწოლზე ვიღაც ბიჭი წამოწოლილიყო და ღიღინებდა. შენს გამზრდელს ვენაცვალეო, – უთქვამს ჩემს დედამთილს. გათენდა, მგზავრები სადგურში უნდა ჩავიდნენ და, ხედავს, ზედა საწოლიდან ჰამლეტი ჩამოდის. ასე აღმოაჩინა მან თავისი შვილი, როგორც მომღერალი.”