27 იანვარი, 2022

ზურა ყიფშიძე ეროსი მანჯგალაძის უკანასკნელ დღეზე

მსახიობი ზურა ყიფშიძე ეროსი მანჯგალაძეზე ყოველთვის სიამოვნებით საუბრობს, მისი უკანასკნელი დღის გახსენება კი განსაკუთრებით უჭირს:

“ისე მოხდა, რომ ეროსი ჩემი თეატრის დირექტორიც იყო და პარტნიორიც, ძალიან ვახლობლობდით…

რომ დაიღუპა, იმ საღამოსაც მასთან ვიყავი სახლში, ბიჭები ვიყავით ასულები, მიდიოდა ნარდის თამაში, სუფრა უნდა გაშლილიყო, მე ვერ დავრჩი, ლელა ფეხმძიმედ იყო, წამოვედი, გამოვედი ოთახიდან და დავარდა კაცი…”