29 იანვარი, 2022

უპასუხეთ გია ნიკოლაძეს

მომღერალსა და პოეტს გია ნიკოლაძეს აქვს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელზეც პასუხი რიგითი მკითხველებისგანაც აინტერესებს:

“ზოგჯერ შეკითხვა ისმება
ღირს რომ ამ ქვეყნის შენება?
იქნებ ამ მყრალი ფსიქიკის
გვერჩივნოს გადაშენება?
ჩვენ შეგვიძლია ნიჭიერს
მტერივით შემოვესიოთ…
იმის მაგიერ რომ მხსნელი
ჩვენს ქვეყანაში ვეძიოთ,
ოღონდ აქ არაააა… სხვაგან კიიიი….
რით არის ჩემზე კარგიო?
ყველა ხომ ერთი ჯიში ვართ
რითი მჯობს მისი თარგიო?
ასე მოვდივართ დღემუდამ,
იუდეველთა ფანები…
იუდას ქრისტე არ უყვარს
და არც სხვა ქრისტიანები!
ჩვენ კი სხვა ხალხებს ვადიდებთ,
მათ სამსახურში გახლავართ…
მხსნელებს სხვა ქვეყნად დავეძებთ,
ექსპორტზე გასულ ყმებს ვგავართ…
მხსნელი რომ ჩვენში ვეძებოთ
ის უმალ წაიკითხება!
უწმინდესმა თქვა: – “მსოფლიო
ქართულად განიკითხება”
და მეც მჯერა რომ ის მხსნელი
ქართ ველში გამოვლინდება
და იბერიის დიდება
მიწიდან ამობრწყინდება…
პ.ს
ზოგჯერ კი მართლა მაფიქრებს
ღირს რომ ამ ქვეყნის შენება?
თუ? ამ დამპალი ფსიქიკის
უფალს სურს გადაშენება?”