30 იანვარი, 2022

შალვა ამონაშვილის დიდებული წერილი

უჭკვიანესი და უნიჭიერესი შალვა ამონაშვილი დიდებულ წერილს გვთავაზობს, რომელიც მშობლებისთვის და არა მარტო მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

“დღევანდელი თაობა არის ინდიგო ბავშვების თაობა, ისინი არიან ძალიან ჭკვიანები, ჰიპერაქტიურები, თავმოყვარეები, არ ეგუებიან პირდაპირ და ხისტ მითითებებს, აკრძალვებს.

თუ რაიმე მათთვის არ არის საინტერესო, არ გაჩერდებიან გაკვეთილზე. თუ მათ მასწავლებელი მეგობრად არ ეგულებათ, ისინი შიშის გამო გაკვეთილზე წყნარად არ ისხდებიან. თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!

ეს ბავშვები იმისთვის მოვიდნენ ამქვეყნად, რათა ჩვენ გავხდეთ უკეთესები, უფრო მოსიყვარულეები, გულისხმიერები, მეგობრულები. ისინი დაუჯერებენ მეგობარს და არა მკაცრ დამრიგებელს.

მასწავლებლებო, მშობლებო, გახდით თქვენი შვილების მეგობრები. იქ, სადაც იწყება აგრესია, მთავრდება აღზრდა.

ცხოვრებაში ერთი მასწავლებელი ყველასთვის მოდის, სწორედ მან შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი შვილის ცხოვრება უკეთესობისკენ.

ჩვენ ვეძებთ კეთილმოწყობილ სკოლებს, როგორებიც არაერთია საქართველოში. მე გირჩევთ, მოძებნოთ პედაგოგი, რომელსაც ეყვარება თქვენი შვილი.

მშობლებო, როდესაც სკოლაში მიხვალთ, ნუ ილაპარაკებთ ნიშნებზე, ილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანი იზრდება თქვენი შვილი, უყვარს თუ არა მეგობრები, არის თუ არა კეთილი, არის თუ არა გულისხმიერი და ა.შ.”