20 იანვარი, 2022

რეზო ამაშუკელის ულამაზესი ჩანაწერი

რეზო ამაშუკელთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა – ზოგისთვის იგი შესანიშნავი პოეტია და ეს უმთავრესია, ზოგისთვის კი – ადამიანი, რომელიც ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდა და ამით საკუთარი პოეტობაც გადაფარა.

“არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც სიმღერად იქცა:

“მე ვარ თამადა,
ამ სუფრაზე შენ ხარ რჩეული,
გამითამამდი,
ჩემთან ყოფნას გადაჩვეული.
სიამით ბრწყინავ
და ბავშვივით თვალს არ აშორებ,
ისე ვით წინათ,
ნაძვის ხეზე სათამაშოებს.
სახლიკაცები
ახალ-ახალ სასმისებს სვამენ,
ახალწლის ღამე,
ბედნიერი ახალწლის ღამე!
აწი და აწი
ემატება სუფრას გალობა,
მაღალი ყანწით
დაგილოცავ ქართველ ქალობას.
წამით ვფიქრდები,
მეხატები თვალწინ თავიდან,
თეთრი წინდებით,
დიდი ბაფთით და ნაწნავითა.
გამოიცვალე,
ცოტა გახდი, ცოტა დაქალდი,
გამოვიცანი,
რად მახსოვდი თურმე აქამდი.
სახლიკაცები
ახალ-ახალ სასმისებს სვამენ,
ახალწლის ღამე,
ბედნიერი ახალწლის ღამე!”