16 იანვარი, 2022

ყველაზე ზრდილობიანი კაცი ნოდარ დუმბაძისთვის

შეკითხვაზე, თუ ვინ არის ყველაზე ზრდილობიანი კაცი, მწერალმა ნოდარ დუმბაძემ ასეთი პასუხი გასცა:

“– ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე ზრდილობიანი კაცი?
– ბაბუაჩემი.
– კი, მაგრამ რატომ ფიქრობთ ასე?
– 80 წლისაც რომ იყო, პატარა ბავშვი ეზოში რომ შემოვიდოდა, ფეხზე წამოუდგებოდა და ისე მიესალმებოდა, როგორც უფროსს ისე მიაგებდა პატივს.”