14 იანვარი, 2022

ფშავური საახალწლო დალოცვა

საახალწლოდ საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია და დალოცვა აქვს.

“არტინფო” გთავაზობთ ფშავურ დალოცვას:

“გწყალობდეთაო ლაშარიო, ხახმატიო, გმირ–კოპალეო, ბერ–ბაადურიოგუდანიო, იახსარიო. გწყალობდეთაო მაღალი ღმერთიო, იმ დიდი ხელმწიფის დავლათიო: თაობითაო – დასტურ–ხელოსანთაო, აქ მყოფ დარბაისელთაო, მხვევსაო და მხვეწსაო; სიხარულად გაგიხადოსთაო ზღვნობაიო, ყმობაიო; გიშველოსთაო, ლაღის მტრისადაო, მწარის ციკვდილისადაო, უზიანოდ შეგინახოსთაო: კაცითაო, ქალითაცაო, საქონლითაცაო; კაცსა მოგიმატოსთაო, სოფელ აგიშენოსთაო, მსჯელთა მსჯელობა ნუ დაგიკარგოსთაო, დასტურთ გწყალობდესთაო; მშვიდობით დადებულ უღელ მშვიდობით გადაგაღებიოსთაო; მემუხლესა მუხლებ შეგარჩინოსთაო, მტერზედ მოგახმაროსთაო; ღვინიანებსა ხელთა გაამოსთაო, მრავალ ახალწელ გაგითენოსთაო. მე გლოცენითო, თქვენსამ კვნესამეო, მღვთისამ–კი პირითა დაილოცებითო.”