31 იანვარი, 2022

ოთარ თაქთაქიშვილის უცნობი ისტორია

ucnobiალბათ ბევრმა არ იცის, რომ კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი წლების განმავლობაში საქართველოს კულტურის მინისტრი იყო.

მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ მასთან დაკავშირებით ერთი საოცარი ისტორია გაიხსენა:

“ძალიან კარგი კულტურის მინისტრი გვყავდა, განათლებული, ენების მცოდნე და კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი.

გერმანიაში საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, როდესაც ჩავიდა, გერმანულად გამოვიდა და მათ ენაზე ლექციაც კი ჩაატარა, შემდეგ თავისი სიმფონია დაუკრა. რა ბედნიერი ხალხი ხართო, იძახდნენ.

ერთ სიტყვით, როდესაც გაათავისუფლეს, დანიშნეს თემო ბადურაშვილი.

დელეგაცია იყო წასული ქუთაისში, მათ შორის იყო გიგა. მოგეხსენებათ, ქუთაისი რა პურ-მარილიანი ქალაქია.
სუფრაზე მომღერლებმა “მრავალჟამიერი” იმღერეს.

თემომ გიგას უთხრა, – გიგა! ახლა ეს ნამდვილი ბრწყინვალე კახური ჰიმნი არ არისო?

რაზეც გიგამ უპასუხა, – თემო, მინისტრობა წაართვი თაქთაქიშვილს და ჰიმნი მაინც დაუტოვეო.”