19 იანვარი, 2022

ნათლისღებას წასაკითხი ულამაზესი ჩანაწერი

ზვიად გამსახურდიას არაჩვეულებრივი განმარტებანათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“შენ ჰგავდი მდინარე იორდანეს

ზვიად გამსახურდიას

უფალი მონათლა იოანემ.
ჰეროდემ უგანა ნათლისმცემელს.
შენ ჰგავდი მდინარე იორდანეს,
მაცხოვრის ნათლისგან ნათლისმღებელს.
მზისგულზე ბრწყინავდა საქართველო.
მცხეთაში იკურთხა აიაზმა.
ერი – საზეპურო, სანაქებო,
მდინარის სათავესთან დაირაზმა.
მერე?..ამოვარდა ქარიშხალი!..
მერე?.. დედამიწა აირია!..
იუდას მორთმეული დარიშხანი,
ჰოი, ბადაგივით დაილია!..
დრო გადის…ბუხრებთან, ბერიკაცნი,
პატარა ქართველებს უყვებიან:
დინებას აღუდგაო ერისკაცი,
მკვდარი თევზები რომ მიჰყვებიან!..
უფალი მონათლა იოანემ.
შენ ჰგავდი მდინარე იორდანეს.”