30 იანვარი, 2022

ნანა ცინცაძის საოცარი პერსპექტივა

ნანა ცინცაძე ის პოეტია, რომლის შემოქმედებამაც არა მარტო რიგითი მკითხველის, არამედ მრავალი კომპოზიტორის სულის სიმებიც შეარხია და ულამაზესი სიმღერა დააწერინა.

“პერსპექტივა” – ასე ჰქვია უნიჭიერესი პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ:

“ღმერთო, დღეს სხეული ისე მტკივა,
როგორც ახეული ლაყუჩები.
გაქრა იმედი და პერსპექტივა
და მეც აღარასდროს გავყუჩდები.
თუმცა უცნაური საღამოა,
სულში სტანდარტული მყავს ურჩები.
სიკვდილი აქ ისეთი საამოა,
აღარც კი მჭირდება მაყუჩები.
ვინც არ მინდოდა და წერილს მწერდა,
ისევ უსურვილოდ დავურჩები.
როგორ შევარჩინო ბედისწერას
ჩემი ახეული ლაყუჩები.”