31 იანვარი, 2022

გენიოსი მუხრან მაჭავარიანი

muxran-machav.jpgპოეტი მუხრან მაჭავარიანი ნამდვილად გენიოსია – მან თავისი მართალი სიტყვით მონუსხა მკითხველი და ათასობით ერთგული გულშემატკივარი გაიჩინა.

“არტინფო” გთავაზობთ მისი არაჩვეულებრივი ლექსებიდან ერთ-ერთს “ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ”:

“კაცი რომ კაცად არ გვსურდა გვეცნო,
რომ გავურბოდით ქვეყნის შენებას,
რომ გვაბრმავებდა მიზნები კერძო,
თავი რომ ყველას მეფედ გვენება,
ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ,
ამან რაც გვიყო, –
მოგეხსენებათ.

ღირსებას სხვისას კვლავაც რომ ვერ ვგრძნობთ,
ძმას ცოცხალს საფლავს რომ ვუთხრით ახლაც,
სამშობლოს ჩვენი რომ გვიჯობს ეზო,
რეგვენი თუა, – ის რომ გვსურს მაღლა,
ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ,
ეს გზა რას გვიზამს, –
ამასაც ნახავთ.”