26 იანვარი, 2022

გაიცანით უნიჭიერესი მომღერალი თინათინ წერეთელი

tinatin-cereteli.jpgმომღერალი თინათინ წერეთელი ერთ-ერთი უნიჭიერესი მომღერალია იმ მრავალთაგან, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და საქართველოს მონატრებულები ულამაზესად ასრულებენ ქართულ სიმღერებს.

თინათინის მიერ საუცხოოდ ნამღერი “ახ, ტურფავ, ტურფავ” მის გერმანელ მეგობართან – ანასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ქართველები ნამდვილად ნიჭიერები ვართ:

“მიუხედავად იმისა, რომ გერმანულენოვან სიმღერებს ვწერ, მუდამ მაბედნიერებს ქართული სიმღერების ჩემებურად და ახლებურად არანჟირება. საოცარ ემოციას იწვევს ჩემში, როცა ჩემი გერმანელი მეგობარი და კოლეგა ანა ქართულ ენაზე ასრულებს ჩემთან ერთად სიმღერას “ახ ტურფავ, ტურფავ”. ეს ვარიანტი კი ჩემი უსაყვარლესი ქართველი ჯაზ-მომღერლის – ნინო ქათამაძის ვერსიას ეყრდნობა!”