28 იანვარი, 2022

ეკა კვალიაშვილის მიმართვა ყველას

eka-kvaliashvili.jpgმომღერალი ეკა კვალიაშვილი მიმართავს ყველას, ვინც იცოდა სიმართლე და ჩუმად იყო:

“მიმართვა ყველას, ვინც იცოდა სიმართლე და ჩუმად იყო, ან მონაწილეობდა სიცრუის გავრცელებაში! ვიცი, ბევრი იტყვის, ტყუილად წერ, მაინც არ ვკითხულობთო, მაგრამ ტყუილად არა, არც ერთი სიტყვა და აზრი არ ქრება სამყაროში, ყველაფერი რჩება და მოქმედებს იქ სადაც უნდა იყოს და როგორც უნდა იყოს!

თქვენ გელოდებათ საშინელი სამსჯავრო, ყოველი მსხვერპლის სიკვდილი, მთელი ცხოვრება დაგედევნებათ თქვენ და თქვენს შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს და ვერასოდეს გამოისყიდით ამ ცოდვას, ვერც ამ და ვერც სხვა ცხოვრებაში! მსხვერპლთა თიოეული ცრემლი და ამოკვნესა დაგატყდებათ თავზე საშინელ ლავად!!! ბოროტება დაისჯება!!!

უფალი, ნათელი და სამართლიანობა იქნება სიმართლის ხმალი! დაუჯერებელი ძალა, რომლის მსგავსი არ არსებობს სამყაროში! საცოდავო, მატყუარების გროვა, ვის მიმართავთ დასახმარებლად? თქვენი საკუთარი სინდისი გამოიღვიძებს და მოგიწყობთ უსაშინლეს სასამართლოს! ხოლო საკუთარი ხალხის ღალატისთვის მიღებული ფული, ხელებს დაგწვავთ და გამოგწვავთ შიგნიდან!

ბუნებაც გაგასამართლებთ და არ მოგცემთ თავშესაფარს სამსჯავროსგან!

მიწა გაგასამართლებთ და ვერ დაიმალებით!

ცეცხლი გაგასამართლებთ და მოგაშთობთ, სრულ განდგურებამდე!

დღევანდელი ჭექა-ქუხილი გვაუწყებს… სასამართლო მობრძანდება!

ამინ! ამინ! ამინ!

სიმართლით და სიყვარულით თქვენი ეკა.კ.”