9 იანვარი, 2022

აკაკი ბაქრაძე “ვეფხიტყაოსანზე”

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანზე” არაერთი მეცნიერის, მკვლევარისა და პუბლიცისტის საინტერესო მოსაზრება მოგვისმენია.

არანაკლებ საინტერესოა კრიტიკოს აკაკი ბაქრაძის მოსაზრება, რომელსაც “არტინფო” გიზიარებთ:

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ არ ვიცით ჩვენი ყველაზე დიდი კაცის – “ვეფხისტყაოსნის” ავტორის სახელი და გვარი. ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც ალბათ ყველა ქვეყანას შეარცხვენდა. როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ადამიანს იმ კაცის სახელი და გვარი, ვინც საერთოდ განასახიერებს ყველაფერს საუკეთესოს, რაც ჩვენს ხალხს ჰქონია. რანაირი სიძულვილით უნდა სძულებოდათ “ვეფხისტყაოსნის” ავტორი, რანაირი სიძულვილი უნდა ყოფილიყო მის მიმართ, რომ მისი ყველაფერი დაკარგულიყო. ეს სიძულვილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიშნით იყო გამოწვეული, ნიჭიერების გამო. ნიჭიერების გამო სძულდათ ის.

ერთხელ შალვა ნუცუბიძემ იხუმრა – რუსთაველიო, ისეთი დიდი ადამიანი იყო, როგორც შემოქმედი, რომ სხვების თავზე დადიოდა მისდა უნებლიეთ. და აი, იმ პატარებმა, რომელთა თავზეც ის დააბიჯებდა, ეს არ აპატიეს და მისი სახელი დაივიწყესო.

მაგრამ რა ტრაგედიაა ჩვენთვის ეს – იძულებული ვართ რაღაც მოგონილი სახელით და გვარით ვიცნობდეთ “ვეფხისტყაოსნის” ავტორს!”