16 დეკემბერი, 2021

ულამაზესი მიძღვნა აფხაზეთს

აფხაზეთი – ჩვენი დროებით დაკარგული ულამაზესი კუთხე – არაერთი პოეტისა თუ კომპოზიტორის შთაგონების წყაროა. მამა პეტრეს (კვარაცხელია) ლექსზე “აფხაზური მიმოზები” კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა შექმნა სიმღერა “აფხაზეთი”, რომელიც მარიამ ძანძავამ შეასრულა.

მამა პეტრე (კვარაცხელია):

მარიამ ძანძავა აფხაზეთიდან არის… ეს ჩემი ლექსია ,,აფხაზური მიმოზები”. ადრე დავწერე… ,,მაფშალიას” არ ჩამოუვარდება… დღეს ათასჯერ მოვისმინე…

კლიპმა გამყინა და გამაქვავა… მარიამი ხშირად დადის ენგურს გაღმა… კლიპის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ კადრები სოხუმში, გალში, გაგრაშია გადაღებული…

რუსი ტურისტის მიერ დანახული ამ სიმღერის შინაარსი, ამ საოცარ კლიპშია გადმოცემული…

წინ სასწაული გელოდებათ…

ცრემლი თავისით მოდის!..”