28 დეკემბერი, 2021

რევაზ მიშველაძისა და ოტია იოსელიანის მხიარული ამბავი

მწერლები რევაზ მიშველაძე და ოტია იოსელიანი ერთ-ერთ საღამოზე იყვნენ მიწვეულები.

შეხვედრის დროს ერთმა ქალბატონმა მათ ჰკითხა:

– რამდენჯერ შეიძლება ქალს მამაკაცი შეუყვარდეს?

რევაზ მიშველაძემ რამდენჯერმე სცადა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის თავი აერიდებინა და საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა, მაგრამ ქალბატონი არა და არ მოეშვა.

მწერალმა “გამოსავალი იპოვნა” და ქალბატონის საოცნებო კითხვას ასე უპასუხა:

– თხუთმეტჯერ შეიძლება…

ამ პასუხის გაგონებაზე ოტია იოსელიანმა ქალბატონს გადახედა და სრული სერიოზულობით დაამატა:

– მეთექვსმეტე უკვე ბოზობაა, ქალბატონო!…