15 დეკემბერი, 2021

ლია ელიავა დოდო ჭიჭინაძეზე

ულამაზესი და უნიჭიერესი ქართველი მსახიობების ლია ელიავასა და დოდო ჭიჭინაძის როლები ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლია ელიავამ მსახიობობაზე ოცნება მას შემდეგ დაიწყო, რაც დოდო ჭიჭინაძე ფილმში “დავით გურამიშვილი” ნახა:

„ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო…

მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. „დავით გურამიშვილი“ მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ დავიწყე“.