26 დეკემბერი, 2021

დავით ღვინიანიძე არნო ბაბაჯანიანის რეპერტუარს აცოცხლებს

ბარიტონი დავით ღვინიანიძე მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორის, პიანისტისა და სახალხო არტისტის არნო ბაბაჯანიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სოლო კონცერტს გამართავს.

არნო ბაბაჯანიანის შემოქმედება მსოფლიო მუსიკალური კულტურის ნაწილია. მისი “გმირული ბალადა”, მუსიკა კინოფილმებისთვის, კონცერტები ვიოლინოსა და ვიოლენჩელოსთვის, პოემა-რაფსოდია სიმფონიური ორკესტრისთვის და მრავალი პოპულარული სიმღერა მისი უმთავრესი ნაწარმოებებია.

დავით ღვინიანიძე, რომელიც ხავერდოვანი ტემბრის მქონე ბარიტონია, განსაკუთრებული ემოციით ასრულებს მის სიმღერებს.

არნო ბაბაჯანიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სოლო კონცერტი ფილადელფიაში 2 იანვარს გაიმართება.