9 ნოემბერი, 2021

უზუსტესი სიმართლე თენგიზ არჩვაძეზე

მსახიობ თენგიზ არჩვაძეს ათასობით ერთგული მაყურებელი ჰყავს. მას არასდროს მოკლებია რიგითი ადამიანებისგან არც სითბო, არც სიყვარული, არც ყურადღება.

დრამატურგი რეზო კლდიაშვილი თენგიზ არჩვაძეს ყველაზე ზუსტად ახასიათებს:

“აი, მაგალითი, გასაოცარი – არავისთვის დიფერამბები არ უმღერია, არც თავის ემოციებით ვინმე შეუწუხებია, მოკრძალებულად ცხოვრობს სამშობლოს სიყვარულით – სათაყვანებელი, დიდი ქართველი მსახიობი – ბატონი თენგიზ არჩვაძე.”