11 ნოემბერი, 2021

უნიჭიერესი ანა კალანდაძე

პოეტი ანა კალანდაძე და მისი შემოქმედება ქართველებს განსაკუთრებულად უყვართ.

“არტინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ საოცარ ლექსს:

 

“დგახარ ქუჩის განაპირას,

ვარდებს ჰყიდი…

– ჩემო კარგო,

არაბი ხარ?

– იეზიდი…

როგორც ია

თავდახრილი ბუჩქის ძირას,

მორცხვი ხარ და

როგორ გშვენის კდემა დიდი…

– თქვი, შავთვალავ,

არაბი ხარ?

– იეზიდი…”