23 ნოემბერი, 2021

თემურ ჩალაბაშვილის ულამაზესი მიძღვნა ილია მეორეს

პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა საქართველოს კაოთლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

ჩემო საქართველო მართლმადიდებელო!
ილია მეორეს.
* * *
მუდამ სიყვარულის
განმადიდებელო,
ჩემო საქართველოვ,
მართლმადიდებელო,
ოშკო და ხახულო,
ცრემლით ნაფერებო,
ძუძუს მოწყვეტილო,
ძმებო, ქართველებო,
ზეცად აზიდულო
ჯვარო და სამებავ,
გვეყო ჩვენთა შვილთა
უღმერთო წამება…
მუდამ სათნოების
განმადიდებელო,
აღსდექ, საქართველოვ,
მართლმადიდებელო!
ო, წმინდა გიორგის
ხატებავ ნათელო,
სანთლად დანთებულო
მომავლის ქართველო!…
… ესე, სიყვარულის
განმადიდებელო –
ჩემო საქართველოვ,
მართლმადიდებელო!…