20 ნოემბერი, 2021

საუკეთესო წერილი გურამ შარაძეზე

გურამ შარაძის შესახებ ბევრი წერილი წაგვიკითხავს, მაგრამ ჩანაწერი, რომელსაც გოგიტა მელიქიძე გვიზიარებს, ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესოა:

“მომწონს გურამ შარაძის ეს ფოტო, სადაც გულზეწიგნებახუტებული აკადემიკოსი ჩვენსკენ მოდის და მოიჩქარის, რათა სანამ მას დღისით-მზისით, უამრავი ხალხის თვალწინ თბილისის ქუჩაში ტყვიას დაახლიან და მოკლავენ, უნდა მოასწროს, ჩვენამდე უნდა მოვიდეს და მოგვიტანოს თავის მიერ გამოცემული წიგნები, მოიტანოს და კიდევ უფრო ფართოდ გაგვაცნოს მისთვის დამახასიათებელი უაღრესად ეროვნული აზროვნების სტილი და თავისი დაუცხრომელი სურვილი უამრავი მამულიშვილური საქმის კეთებისა.

იგი დაიბადა, რათა მერე თავის სამშობლო-ქვეყანაში ტყვიით მოეკლათ. ხელისუფლებისთვის კვლავაც თავგანწირვით მებრძოლ “ნაციონალურ მოძრაობას” მისი სისხლი ჯერ კიდევ არ ჩამოურეცხია.

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს გურამ შარაძის ტყვიადახლილ, მაგრამ მარად უკვდავ სულს!!!

ეს ფოტო შინაგანი ინტუიციით ნაკარნახევ, ერთგვარ წინათგრძნობად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან მასზე ბატონ გურამს თავის მიერ ილია ჭავჭავაძის შესახებ გამოცემული წიგნები აქვს მიხუტებული და ჩვენსკენ ილიას ამ წიგნებით მოდის და მოისწრაფის…

საოცარია , რომ მერე მას სწორედ ილია ჭავჭავაძის მსგავსად ტყვია დაახალეს და გზაში მოკლეს.

ღმერთმა აცხონოს მისი სული!”