26 ნოემბერი, 2021

ქაზიმ ქოიუნჯუს მეგრული სიმღერის ულამაზესი შესრულება

ქაზიმ ქოიუნჯუს სრულიად დამსახურებულად უწოდეს ლაზეთის ბულბული. მისი საოცარი ხმა ნამდვილად არაამქვეყნიური იყო.

თურქეთში მცხოვრები ლაზი მომღერლის მიერ შესრულებული მეგრული სიმღერა “დიდოუ ნანა” დღესაც არავის ტოვებს გულგრილს. მისმა მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა და შენარჩუნებაზე

ქაზიმ ქოიუნჯუს ცხოვრება მარტო მუსიკა იყო. სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი მუსიკას უსმენდა.

საქართველოზე და ქართულ ფესვებზე შეყვარებული ნიჭიერი მომღერალი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 33 წლის ასაკში ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმის სამგლოვიარო პროცესია მეგრული სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა. ლაზეთის ბულბული უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა.